კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს „ფინანსური ტრიუმფი“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.

  • საიდენტიფიკაციო კოდი: 445751856
  • იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N9

ფინანსური ტრიუმფი აცხადებს, რომ:

  • დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
  • არ გამოიყენებს თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
  • თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

მონაცემთა დამუშავების მიზნები და საფუძვლები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველი კონკრეტულ შემთხვევისთვის, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

პერსონალური მონაცემების ტიპები რისთვის ვიყენებთ (მიზანი) ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები
საკონტაქტო, დოკუმენტური/საიდენტიფიკაციო, სოციო-დემოგრაფიული, ტრანზაქციასთან, ქცევასთან, ტექნოლოგიასთან, კომუნიკაციასთან, ლოკაციასთან დაკავშირებული მონაცემები თქვენთან ურთიერთობისთვის მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება; პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება; ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების ეფექტურად შესრულება; მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა; სტატისტიკური მიზნებისთვის კვლევების ჩატარება; ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად.
ფინანსური, საკონტაქტო, ტრანზაქციასთან დაკავშირებული, სახელშეკრულებო, საკომუნიკაციო, ლოკაციასთან დაკავშირებული, დოკუმენტური/საიდენტიფიკაციო, ღია წვდომის მონაცემები, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული) პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად ჩვენი საკანონმდებლო და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება; კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად; საკომისიოებისა და საპროცენტო სარგებლის სამართავად; თქვენი უსაფრთხოებისთვის.
ფინანსური, საკონტაქტო, სოციო-დემოგრაფიული, ტრანზაქციასთან დაკავშირებული, სახელშეკრულებო, ლოკაციასთან დაკავშირებული, ღია წვდომის მონაცემები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური/საიდენტიფიკაციო, საკომუნიკაციო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, გამოსაძიებლად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და გაუმჯობესება; ჩვენი და ჩვენს კლიენტებთან დაკავშირებული რისკების სამართავად; ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად; თქვენი უსაფრთხოებისთვის.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორია ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვა; ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორია ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება სახელშეკრულებო ვალდებულებების პირნათლად შესრულება.

როგორ მოვიპოვებთ თქვენს მონაცემებს

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოვიპოვებთ ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან:

  • როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი და იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს;
  • სატელეფონო კომუნიკაციისას, ან ფილიალში ვიზიტისას;
  • როდესაც წარმოგვიდგენთ დოკუმენტაციას, ან გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
  • მესამე პირებთან გარიგების დადებისას;
  • საჯარო წყაროებიდან.

თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი მომართვის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც მონაცემთა გაცნობა, ისე მათი ასლების გადმოცემა. კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის დაბლოკვა, ცვლილება, გასწორება, განახლება, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაძლოა შეგვეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა წაშლის შესაძლებლობა.

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ და ვინახავთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

როგორ დაგვიკავშირდეთ

თუ გსურთ კანონმდებლობით მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ გვეწვიოთ კომპანიის ნებისმიერ ფილიალში ან მოგვწეროთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Triumphfinance948@gmail.com

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 501 000 135


წინამდებარე პირობები ძალაშია 2024 წლის 01 ნოემბრიდან.