მოლარე
ვაკანსიის აღწერა
- ბათუმი, საქართველო
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: ლომბარდის ბათუმის სერვის-ცენტრი #2
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ კომპანია ფინანსური ტრიუმფი, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ფინანსური ტრიუმფი - ეს არის საცალო ლომბარდის ქსელი.
ფინანსური ტრიუმფის ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც მოლარე-ოპერატორი/ლომბარდის შემფასებელი, უზრუნველყოფ :
- კლიენტის ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
- კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
- კლიენტთან გასაუბრებას, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და კომპანიაში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობას;
- უზრუნველყოფის შეფასებას;
- ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმებას;
- მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემას;
- კრედიტის გაცემა-გაფორმებას შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
- სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობი სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნებას;
- ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვას.
- სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდებას
- კონვერტაციებს
კვალიფიკაცია
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა, გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
- ხარ კომუნიკაბელური
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.